ძლიერი ქარი და ნალექი - როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ოქტომბერს ქვეყნის მასშტაბით ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
18 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი და ნისლიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება. 19 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და დათბება, აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სამცხე-ჯავახეთში კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით დაიკლებს. 18 ოქტომბერს ახალციხეში ძლიერ წვიმას, დღისით 18 ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც ასევე იწვიმებს, დღისით აქ 18 გრადუსს, ღამით კი 8-ს ვარაუდობენ.
ასპინძაშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ადიგენშიც, დღისით 15, ღამით კი 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14 და ღამით 6 გრადუსი იქნება. სინოპტიკოსები ნინოწმინდაში წვიმას, ხოლო დღისით 8 და ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 15 გრადუსს, ხოლო ღამით 6-ს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც ღრუბლიანი ამინდი იქნება, დღისით 11, ღამით კი 4 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა დღისით 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი.