- 13 გრადუსი და თოვლი - როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში უმეტესად ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
სამცხე-ჯავახეთშიც უმეტესად ღრუბლიანი და თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. 29 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 4 ღამით კი მინუს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ითოვებს, დღისით 2 ღამით კი მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით 1, ღამით კი მინუს 11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 2 და ღამით მინუს 9 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 4 და ღამით მინუს 12 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც თოვლიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 9 -ს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 3 ღამით კი მინუს 13 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 6, ღამით კი მინუს 2 გრადუსი იქნება.