როდემდე გაგრძელდება სამცხე-ჯავახეთში ყინვა და ნალექი?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი კვლავ შენარჩუნდება.
სამცხე-ჯავახეთშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, 9 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 და ღამით კი მინუს 5 და გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 0, ღამით კი მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 0 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 5. ადიგენში დღისით მინუს 1, ღამით მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით მინუს 5 , ღამით მინუს 13 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 7-ს, ღამით მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 3 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 6, ღამით კი მინუს 12 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 1 გრადუსი იქნება.