ყინვა და მზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი შაბათ-კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რეგიონში დღისით ტემპერატურა მცირედით მოიმატებს, ღამით კი ყინვა შენარჩუნდება. ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
25 და 26 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 2 და 4 , ღამით კი მინუს 10 და მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 და 10, ღამით კი მინუს 6 და მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 4 და 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 11 და მინუს 7. ადიგენში დღისით 3 და 5, ღამით მინუს 9 და მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 2 და 5, ღამით მინუს 12 და მინუს 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 და 4 ს, ღამით კი მინუს 13 და მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 და 7 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 4 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 2 და 5, ღამით კი მინუს 10 და მინუს 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 6 და 15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 2 და მინუს1 გრადუსი იქნება.