როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შვიდ მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 4 და 5 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 და 7 , ღამით კი 2 და 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ორივე დღეს დღისით 8, ღამით კი 4 და 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 და 9 გრადუსი იქნება, ღამით კი ორივე დღეს 2. ადიგენში ორივე დღეს დღისით 7, ღამით 1 და 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6 და 7, ღამით მინუს 1 და მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები ორივე დღეს დღისით 5- ს, ღამით კი ორივე დღეს მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 7 და 6 გრადუსს, ხოლო ღამით 2 და 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3 და 4, ღამით კი მინუს 1 და 0 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 და 4 გრადუსი იქნება.