სამცხე - ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
5 - 6 მარტს, სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის უმეტეს რეგიონებში წვიმიანი ამინდი იქნება, მაღალ მთაში ითოვებს.
მინიმალური ტემპერატურა -1 გუდაურში, მაქსიმალური +17 კი რუსთავში დაფიქსირდება.
სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, 5 - 6 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 - 12 და ღამით კი 3 და მინუს 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7 - 12 , ღამით კი 2 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 და 12 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 და 0. ადიგენშიც დღისით 5 და 8, ღამით 2 და 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 5 და 8, ღამით 0 და მინუს 2 იქნება. ნინოწმინდაშიც სინოპტიკოსები დღისით 4 და 6-ს, ღამით მინუს 1 და მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ითოვებს. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 და 8 გრადუსს, ხოლო ღამით 1 და მინუს 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 1 და 4, ღამით კი მინუს 3 და მინუს 8 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში დროგამოშვებით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 9 და 15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 6 გრადუსი იქნება.