როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი.
მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის ინტენსიურმა დნობამ და შესაძლო თანდართულმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, 7 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 9 და ღამით კი მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 7, ღამით კი 0 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 7 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2. ადიგენში დღისით 6, ღამით მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3, ღამით მინუს 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 2-ს, ღამით მინუს 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში თოვას, დღისით 2, ღამით კი მინუს 5 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 3 გრადუსი იქნება.