სამცხე-ჯავახეთში დათბება და გამოიდარებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში გამოიდარებს და 17 მარტამდე სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
15-16 მარტს ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 16 მარტისთვის დღის საათებში დაბლობსა და ბარში +18, +23 გრადუსამდე მოიმატებს.
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, 16 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 და ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 16, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 13, ღამით 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14, ღამით 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12-ს, ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 12 გრადუსს, ხოლო ღამით 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11, ღამით კი 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.