-6 გრადუსი ყინვა ღამით და წვიმა - როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში უმეტესად ცვალებადი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. 28 მარტს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 18 და ღამით კი 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19, ღამით კი 2 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 0. ადიგენში დღისით 13, ღამით მინუს 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14, ღამით მინუს 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 11-ს, ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 12 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 14, ღამით კი მინუს 3 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 5 გრადუსი იქნება.