-12 გრადუსი ყინვა და მზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ შაბათ-კვირას სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 აპრილამდე მნიშვნელოვნად დაიწევს ჰაერის ტემპერატურა. 31 მარტის და 1 აპრილის ღამის საათებში დაბლობსა და ბარშიც შესაძლებელია უარყოფითი ტემპერატურა აღინიშნოს.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს. მოსალოდნელმა ძლიერმა ქარმა შესაძლებელია შენობების სახურავების, ელექტროგადამცემი ხაზების, ხეების და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანება გამოიწვიოს. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ნეგატიურად იმოქმედებს ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე.
ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 1 და 2 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 7 და 12, ღამით კი მინუს 5 და მინუს 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 6 და 11, ღამით კი ორივე დღეს მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 6 და 13 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 4 და მინუს 7. ადიგენში დღისით 6 და 10, ღამით კი მინუს 7 და მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3 და 7, ღამით მინუს 9 და მინუს 12 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 და 6- ს, ღამით კი მინუს 9 და მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 5 და 9 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 8 და მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანშიც დღისით 1 და 6, ღამით კი მინუს 8 და მინუს 5 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 10 და 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 და 3 გრადუსი იქნება.