4 აპრილის ამინდის პროგნოზი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 აპრილს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. დაბლობსა და ბარშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
4 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 და ღამით 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით 21, ღამით კი 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით - 2. ადიგენში დღისით 17, ღამით ასევე 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - ახალქალაქში დღისით 14, ღამით მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 10-ს, ღამით კი მინუს 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 16 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 12, ღამით კი 3 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში წვიმიან ამინდს ვარაუდობენ. ტემპერატურა დღისით აქ 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსი იქნება.