როგორი ამინდი იქნება მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. 6 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 13 და ღამით კი 6 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 10, ღამით კი 5 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 5. ადიგენში დღისით 9, ღამით 0 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 8, ღამით მინუს 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6-ს, ღამით მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 გრადუსს, ხოლო ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 5, ღამით კი 0 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 17 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 9 გრადუსი იქნება.