ამინდი
როგორი ამინდი იქნება კვირის ბოლომდე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში გამოიდარებს.
,,ტემპერატურა მოიმატებს. კარგი ამინდი გაგრძელდება 19 და 20 აპრილსაც.
21 აპრილიდან ამინდის გაუარესებას ველოდებით.“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 20 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 და ღამით კი 9 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20, ღამით კი 10 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 9. ადიგენში დღისით 16, ღამით 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15, ღამით 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 14-ს, ღამით 5 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 14 გრადუსს, ხოლო ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13, ღამით კი მინუს 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსი იქნება.
გააზიარეთ :