როგორი ამინდი იქნება ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 22 და 23 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 და 18, ღამით კი ორივე დღეს 3 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 16 და 18, ღამით კი 4 და 3 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 16 და 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 3 და 2. ადიგენში დღისით 12 და 16, ღამით კი 0 და 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12 და 15, ღამით 0 და მინუს 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 11 და 13- ს, ღამით კი ორივე დღეს მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 და 15 გრადუსს, ხოლო ღამით ორივე დღეს 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 10 და 13, ღამით კი ორივე დღეს მინუს 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 და 22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 და 8 გრადუსი იქნება.