საქართველოში დაცხება – როგორი ამინდი იქნება სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.
თვის ბოლომდე ღამისა და საღამოს საათებში როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი.
ტემპერატურა კი მომდევნო დღეების განმავლობაში, 31 მაისამდე, +27, +32 გრადუსის ფარგლებშია ნავარაუდევი.
სამცხე-ჯავახეთში 30 მაისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 23 და ღამით კი 16 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 25, ღამით კი 15 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 14. ადიგენში დღისით 22, ღამით 12 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 21, ღამით 10 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 -ს, ღამით 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 21 გრადუსს, ხოლო ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19, ღამით კი 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსი იქნება.