ხანმოკლე წვიმა საღამოს საათებში – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?
მეტეოროლოგი კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ისევე როგორც გასულ კვირაში, ახლაც, ამინდს სუბტროპიკული ქედის გავლენა განსაზღვრავს, თავად სახელი იმაზე მეტყველებს, რომ წინ თბილი დღეები გველოდება, რასაც ზოგან შეიძლება თან ახლდეს ზაფხულისთვის დამახასიათებელი ხანმოკლე წვიმა, მხოლოდ საღამოს საათებში.
როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა +25 გრადუსზე მაღალი იქნება, ასევე დათბება ღამითაც.
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდი კვლავ გაგრძელდება. 6 ივნისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 21 და ღამით კი 12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20, ღამით კი 15 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 21 გრადუსი იქნება, ღამით კი 13. ადიგენში დღისით 21, ღამით 10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 17, ღამით 8 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 -ს, ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 19 გრადუსს, ხოლო ღამით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 15, ღამით კი 10 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 17 გრადუსი იქნება.