მზე და ტემპერატურის მატება -როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. 15 - 17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
ქ. თბილისში 12-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.
სამცხე-ჯავახეთშიც გამოიდარებს და დათბება. მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი. 13 ივლისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 და ღამით კი 11 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 24, ღამით კი 12 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 გრადუსი იქნება, ღამით კი 10. ადიგენში დღისით 24 ღამით 9 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 20, ღამით 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 19 -ს, ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 23 გრადუსს, ხოლო ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19, ღამით კი 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 15 გრადუსი იქნება.