დღეიდან სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
დღეს სინოპტიკოსები საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ. დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ხანმოკლე წვიმას, ელჭექსა და სეტყვას ელოდებიან.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე კი წყალმოვარდნები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელია.
ახალციხეში 21 აგვისტოს, მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 28 და ღამით -16, ხოლო 22 აგვიტოს დღისით 27, ხოლო ღამით 15 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც ასევე წვიმაა ნავარაუდევი, დღისით 29 და 27, ხოლო ღამით 17 და 16 გრადუსს პროგნოზირებენ.
ასპინძაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 29 და 28 გრადუსი იქნება, ღამით კი 16 და 17. ადიგენში დღისით 23 და 24, ღამით მოსალოდნელია წვიმა - ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა კი 11 და 10 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 25 და 22, ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 23 და 20 -ს, ღამით კი ორივე დღეს 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში წვიმას და დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 24 და 23 გრადუსს, ხოლო ღამით 14 და 12 გრადუსს ვარაუდობენ, წვიმს ბაკურიანშიც. დღისით 20 და 19, ღამით 11 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 32 და 34 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 20 გრადუსი იქნება.