სამცხე-ჯავახეთში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 და 25 აგვისტოს სამცხე-ჯავახეთში უმეტესად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელია.
ახალციხეში 24 აგვისტოს, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 26 და ღამით -14 გრადუსს უნდა ველოდოთ, ხოლო 25 აგვიტოს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, დღისით 24, ხოლო ღამით 11 გრადუსს ვარაუდობენ. ბორჯომშიც ასევე წვიმაა ნავარაუდევი, დღისით 27 და 25, ხოლო ორივე ღამით 14 გრადუსს პროგნოზირებენ.
ასპინძაში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 26 და 25 გრადუსი იქნება, ღამით კი 15. ადიგენში დღისით 22 და 20, ღამით მოსალოდნელია წვიმა - ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა კი 12 და 11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 23 და 21, ღამით 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 20 და 19-ს, ღამით კი 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში წვიმას და დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 20 და 21 გრადუსს, ხოლო ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ, წვიმს ბაკურიანშიც. დღისით 19 და 17, ღამით 9 და 8 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 33 და 30 გრადუსამდე მოიმატებს, ღამით კი 20 და 19 გრადუსი იქნება.