როგორი ამინდია მოსალოდნელი შემოდგომის პირველ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთშიც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 2 და 3 სექტემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 29 და 28. ღამით კი 18 და 17 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 27 და 29, ღამით კი 19 და 18 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 28 და 29 გრადუსი იქნება, ღამით18 და 17. ადიგენში ორივე დღეს დღისით 26, ღამით 15 და 16 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 22 და 25, ღამით ორივე დღეს 13 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 21 და 23 -ს, ღამით 12 და 13 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 24 და 25 გრადუსს, ხოლო ღამით 17 და 16 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 21 და 24, ღამით კი 13 და 12 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 32 და 27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 21 და 20 გრადუსი იქნება.