სამცხე–ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, ღამის საათებში აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ და შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ხოლო დღისით საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
3 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 17 და ღამით კი 10 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 16, ღამით კი 11 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 17 გრადუსი იქნება, ღამით კი 10. ადიგენში დღისით 14 ღამით 9 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 11, ღამით 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 9-ს, ღამით 4 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც წვიმიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 14 გრადუსს, ხოლო ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11, ღამით კი 6 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 14 გრადუსი იქნება.