სამცხე–ჯავახეთში დათბება და ტემპერატურა მცირედით მოიმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
5 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 და ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 17, ღამით კი 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 7. ადიგენში დღისით 17 ღამით 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 13, ღამით 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12-ს, ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსს, ხოლო ღამით 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 12, ღამით კი 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 21გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი იქნება.