-1 გრადუსი და წვიმა – როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში კვლავ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
19 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 12 გრადუსია ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 11, ღამით კი 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 11 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 9 ღამით 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 6, ღამით 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 5-ს, ღამით მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 გრადუსს, ხოლო ღამით 4 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 6, ღამით კი 3 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსი იქნება.