სამცხე-ჯავახეთში უქმეებზე ყინვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
21 და 22 ოქტომბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 20 და ღამით კი 6 და 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20 და 22, ღამით კი 5 და 8 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 და 20 გრადუსი იქნება, ღამით 4 და 6. ადიგენში დღისით 16 და 18, ღამით 3 და 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14 და 16, ღამით 1 და 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12 და 15-ს, ღამით მინუს 1 და პლუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 18 გრადუსს, ხოლო ღამით 3 და 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13 და 17, ღამით კი 4 და 6 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 22 და 24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 და 10 გრადუსი იქნება.