სამცხე–ჯავახეთში ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაეცემა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მზიან ამინდთან ერთად ტემპერატურა შედარებით დაიკლებს და ზოგან ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
7 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსია ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 14, ღამით კი 6 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 5. ადიგენში დღისით 11 ღამით 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 9, ღამით 0 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 8-ს, ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 10 გრადუსს, ხოლო ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 8, ღამით კი 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი იქნება.