-1 გრადუსი ყინვა და მზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მზიან ამინდთან ერთად ტემპერატურა შედარებით დაიკლებს.
9 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსია ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 19, ღამით კი 4 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 13 ღამით 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 13, ღამით მინუს 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12-ს, ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 11 გრადუსს, ხოლო ღამით 5 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13, ღამით კი მინუს 1 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 10 გრადუსი იქნება.