როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება. მზიან ამინდთან ერთად ტემპერატურა შედარებით დაიკლებს, დროგამოშვებით შესაძლებელია მცირე წვიმა.
16 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსია ღამით კი 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 18, ღამით კი 7 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4. ადიგენში დღისით 13 ღამით 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 12, ღამით 1 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 11-ს, ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 12 გრადუსს, ხოლო ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 13, ღამით კი 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი იქნება.