-7 გრადუსი ყინვა და თოვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთში ამ უქმეებზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შესაძლოა მოთოვოს. ტემპერატურა კი ღამით მინუს 7 გრადუსამდე დაეცემა.
16 და 17 დეკემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 და 5 და ღამით კი 3 და 0 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 15 და 7, ღამით კი 4 და მინუს 1 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 10 და 3 გრადუსი იქნება, ღამით 1 და მინუს 1. ადიგენში დღისით 8 და 3, ღამით მინუს 1 და მინუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა თოვაც. ახალქალაქში დღისით 9 და 0, ღამით მინუს 2 და მინუს 6 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7 და 0 -ს, ღამით მინუს 2 და მინუს 8 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლოა თოვა. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 და 3 გრადუსს, ხოლო ღამით 0 და მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 11 და 2, ღამით კი მინუს 1 და მინუს 7 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 14 და 9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 და 2 გრადუსი იქნება.