როგორი ამინდია მოსალოდნელი რეგიონში მიმდინარე კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამცხე–ჯავახეთში ცვალებადი ამინდი კვლავ გაგრძელდება.
11 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 4 გრადუსია ღამით კი მინუს 1 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4 ღამით კი 0 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 3 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 1. ადიგენშიც დღისით 1 ღამით მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 0, ღამით მინუს 5 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 1 -ს, ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექიანი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 0 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 5 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.