-13 გრადუსი ყინვა და მზე - როგორი ამინდია მოსალოდნელი მიმდინარე კვირას რეგიონში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 და 18 იანვარს საქართველოში უნალექო ამინდი იქნება, ყინვა ღამის საათებში შესუსტდება, დღის ტემპერატურაც მოიმატებს. 17 იანვარს ზოგიერთ რაიონში ნალექია მოსალოდნელი.
16 იანვარს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 8 გრადუსია ღამით კი მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 8 ღამით კი მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 8 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6. ადიგენშიც დღისით 2 ღამით მინუს 13 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 3, ღამით მინუს 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 1 -ს, ღამით მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 6 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 3, ღამით კი მინუს 13 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი მინუს 2 გრადუსი იქნება.