თოვლი და მინუს 11 გრადუსი ყინვა - სამცხე-ჯავახეთში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
25 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი.
25 და 26 მარტს ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +8 და +5 გრადუსს, ღამით კი მინუს 6 და მინუს 4 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმს. დღისით +7 და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი მინუს 3 და მინუს 2 გრადუსს ვარაუდობენ.
წვიმა და ნალექია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +8 და +5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 2 და მინუს 3 გრადუსი იქნება. წვიმაა ადიგენშიც, დღისით +6 და +3 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით მინუს 5 და მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +1 და 0 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით მინუს 8 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს +1 და მინუს 1გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7 და მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ყინვას და თოვლს ვარაუდობენ. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +5 და +2 გრადუსია, ხოლო ღამით მინუს 6 და მინუს 4 გრადუსი ყინვა იქნება. თოვს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +1 და ღამით მინუს 9 და მინუს 8 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი. ტემპერატურა დღისით +9 და +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 და +2 გრადუსი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 მარტამდე, საქართველოში წვიმიანი ამინდი, მაღალ მთაში კი თოვლია მოსალოდნელი.