როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
18 აპრილს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 19-20 აპრილს ზოგან გაწვიმდება, შესაძლებელია ელჭექიც.
უნალექო და მზიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +26 და +24 გრადუსს, ღამით კი +8 და +9 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლული, მაგრამ თბილი ამინდია ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +26 და +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 და +10 გრადუსს ვარაუდობენ.
მზიანი და უნალექო ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +27 და +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 და +10 გრადუსი იქნება. უნალექო ამინდია ადიგენშიც, დღისით +23 და +21 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +5 და +7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +21 და +20 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით +19 და +18 გრადუსს, ხოლო ღამით +4 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე მოღრუბლული, მაგრამ უნალექო ამინდია ნავარაუდევი. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +22 და 19 გრადუსია, ხოლო ღამით +10 და +9 გრადუსი იქნება. ღრუბლიანი, მაგრამ უნალექო ამინდია ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +20 და +17 და ღამით +4 და +5 გრადუსია მოსალოდნელი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც თბილი ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 და +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 და +15 გრადუსი იქნება.
19 აპრილიდან მთიან რაიონებშიც გამოიდარებს და ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში, პერიოდულად იქნება ნალექი.