21 მაისიდან სამცხე-ჯავახეთში ტემპერატურა იმატებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 მაისიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება +26, +31, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე.
მათივე ინფორმაციით, მაღალი ტემპერატურის ფონზე ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
21 და 22 მაისს წვიმა და ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +20 და +21 გრადუსს, ღამით კი მინუს +6 და +7 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და წვიმაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +21 და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 და +8 გრადუსს ვარაუდობენ.
მზიანი ამინდია ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +20 და +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 და +8 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენში, დღისით +18 და +19 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +4 და +7 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +15 და +16 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +1 და +6 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +12 და +13 გრადუსს, ხოლო ღამით +2 და +5 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +18 და +19 გრადუსია, ხოლო ღამით +5 და +6 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +11 და +12 გრადუსია, ხოლო ღამით +4 და +5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 და +21 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +12 გრადუსი იქნება.