წვიმა, ქარის გაძლიერება და სეტყვა - მოსალოდნელი ამინდი სამცხე-ჯავახეთში
24 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი უარესდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში 27 მაისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
25 და 26 მაისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +18 და +19 გრადუსს, ღამით კი +7 და +10 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და წვიმაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +17 და +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 და +11 გრადუსს ვარაუდობენ.
უნალექო ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 და +8 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენში, დღისით +18 და +19 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +7 და +8 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +13 და +14 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +6 და +7 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +11 და +14 გრადუსს, ხოლო ღამით +5 და +6 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +16 და +15 გრადუსია, ხოლო ღამით +5 და +8 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +8 და +10 გრადუსია, ხოლო ღამით +4 და +5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 და +18 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +13 გრადუსი იქნება.