სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
28 მაისიდან ქვეყნის მასშტაბით ამინდი უარესდება - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება.
28 და 29 მაისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +23 და +25 გრადუსს, ღამით კი +10 და +12 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +23 და +25 იქნება, ღამით კი +11 და +13 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +24 და 25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 და +12 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს პროგნოზირებენ ადიგენში, დღისით +21 და +24 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +13 და +11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +19 და +21 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +11 და +8 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +17 და +19 გრადუსს, ხოლო ღამით +10 და +7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +21 და +22 გრადუსია, ხოლო ღამით +9 და +10 გრადუსი იქნება. ბაკურიანშიც იწვიმებს. დღისით +15 და +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +7 და +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 და +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 და +16 გრადუსი იქნება.