ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს 30 მაისის საღამოს ამინდთან დაკავშირებით აფრთხილებს.
უწყების ინფორმაციით, უახლოესი რამდენიმე საათის განმავლობაში აღმოსავლეთ საქართველოში: თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა მთიანეთში, კახეთის ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
სააგენტოს პროგნოზით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, მდინარეებზე წყლის დონის მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ- ღვარცოფული პროცესების ჩასახვა- გააქტიურება გამოიწვიოს.