როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
13 ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით ნალექია მოსალოდნელი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
11 და 12 ივნისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +25 და +26 გრადუსს, ღამით კი +13 და +12 გრადუსს უნდა ველოდოთ. მოღრუბლულობა და წვიმაა ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +24 და +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +13 და +14 გრადუსს ვარაუდობენ.
11 ივნისს წვიმიანი ამინდია ასპინძაში. ტემპერატურა დღისით +24 და +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 და +13 გრადუსი იქნება. სინოპტკოსები ნალექს მხოლოდ ერთ დღეს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +23 და +25 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +10 და +11 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +19 და +21 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +8 და +9 გრადუსი იქნება. წვიმს ნინოწმინდაშიც. სინოპტიკოსები დღისით +17 და +20 გრადუსს, ხოლო ღამით +6 და +7 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +22 და +23 გრადუსია, ხოლო ღამით +11 და +9 გრადუსი იქნება. წვიმს ბაკურიანშიც. ტემპერატურა დღისით +17 და +18 გრადუსია, ხოლო ღამით +8 და +9 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ორივე დღეს წვიმიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 და +30 გრადუსამდე გათბება, ორივე ღამით კი +19 გრადუსი იქნება.