როდის გამოიდარებს სამცხე-ჯავახეთში
11 ივნისიდან სინოპტიკოსები საქართველოში გამოდარებას ელიან, კვირის ბოლოს კი ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 38 გრადუსამდე მოიმატებს.
რაც შეეხება ახალციხეს, 13 ივნისიდან ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით +28 გრადუსს, ღამით კი +10 გრადუსს მიაღწევს.
„დასავლეთ საქართველოში ხვალიდან შედარებით გამოიდარებს, 15 ივნისის ჩათვლით, მოსალოდნელია უნალექო ამინდები, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
დღეს დასავლეთ საქართველოში 24-26 გრადუსი სითბოა, კვირის ბოლოს კი დაბლობ რაიონებში ნავარაუდევია 38 გრადუსამდე სითბო, სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია 30-32 გრადუსი, მთიან რაიონებში კი 30-35 გრადუსამდე სითბო.
დღეს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში, დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე დღეს და ხვალ, დღის მეორე ნახევარში, მაღალია სეტყვის ალბათობა კახეთის რეგიონსა და ქვემო ქართლში.
მომდევნიო დღეებში, აღმოსავლეთ საქართველოშიც, უმეტესად უნალექო ამიდნებია მოსალოდნელი“, – განუცხადა დოდო გვაზავამ „ფორტუნას“.