ბორჯომში, სოფ. ციხისჯვრის გადასახვევთან მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სამი სოფლის ანდეზიტის, ციხისჯვრის და თორის მცხოვრებლებმა
საავტომობილო გზა გადაკეტეს, სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოთხოვნით. როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლებამდე მისასვლელი გზა ათეულობით წელია რეაბილიტაციას საჭიროებს, მაგრამ აქამდე ამ გზით არავინ დაინტერესებულა.
ადგილობრივებმა საპროტესტო აქცია დილის რვა საათიდან დაიწყეს. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეხვედრას ითხოვენ და დაშლას არ აპირებენ.
"ახლა ველოდებით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელიც დღეს იწყებს ციხისჯვარში გზის რეაბილიტაციას, ერთად ავალთ და შევხვდებით მოსახლეობას, აქ იმყოფება ბორჯომის მერიც" - კითხვაზე აპირებს თუ არა აქციის მონაწილეებთან შეხვედრას, ტელეკომპანია ,,ბორჯომის" მიერ დასმულ კითხვას, ანდეზიტში მერის რწმუნებულმა, გოჩა გობრონიძემ ასე უპასუხა.
გობრონიძის აზრით, აქციის მონაწილეები იქ პროვოკაციის მოსაწყობად დგანან.
აქციის მონაწილეებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე შუადღისთვის შეხვდა. გიორგი გოგიჩაიშვილი ციხისჯვრის გადასახვევთან მივიდა და აქციის მონაწილეებთან ერთად დაზიანებული გზა დაათვალიერა.
საპროტესტო აქცია გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა. სოფლების - ციხისჯვრის, ანდეზიტის და თორის მოსახლეობამ გზა გადაკეტა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.