ახალციხეში ახალგაზრდა კაცს ეძებენ
ახალციხეში, 30 წლამდე ახალგაზრდას ეძებენ. უკვე რამდენიმე დღეა ძებნის სამუშაოებში, სამართალდამცველები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან ჩართული.
სამძებრო სამუშაოები ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს, მათ შორის სოფლების ხაკისა და საძელის მიმდებარედ.
"უკვე სამი დღეა პოლიცია, სამაშველო სოფლის ტერიტორიაზე და მიმდებარე სოფლებშია, ისინი ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ. 25 - 30 წლამდე იქნებაო. სოფლიდან დაახლოებით ოთხ კილომეტრში ტყეა, ახლოს ხევი ჩადის და ყველგან ეძებენ. დრონებიც არის ჩართული ძებნის სამუშაოებში. ჩვენს სოფელში იმ ბიჭს ახლობლები ჰყოლია, შესაძლოა აქ მაგიტომაც ეძებენ, ზუსტად მეტი მეც არ ვიცი" - განუცხადა tv9news.ge-ს სატელეფონო საუბარში, სოფელ საძელის სკოლის დირექტორმა ხორენ ოგანესიანმა.
რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები და დაიწყო თუ არა მომხდართან დაკავშირებით ძიება, ამაზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან ველოდებით.