დღეს, დილის 8 საათისთვის, მიწისძვრა მოხდა საქართველო-სომხეთის საზღვრიდან 8 კილომეტრში. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის
ინფორმაციით, მიწისძვრის მაგნიტუდა 3,9 იყო.
5 ივნისს, ღამის 22:40 წუთისთვის 5,7 მაგნიტუდის
მიწისძვრა მოხდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 28 კილომეტრშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სომხეთის და რუსეთის ტერიტორიებზეც. ინფორმაცია მსხვერპლის და ნგრევის შესახებ არ გავრცელებულა.
აზერბაიჯანსა და საქართველოში მომხდარი მიწისძვრების შესახებ ინფორმაციას, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.