საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები დაახლოებით 09:30 წუთზე დაფიქსირდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქუთაისში იყო და მისმა სიმძლავრემ 4,3 მაგნიტუდა შეადგინა.
ბიძგები იგრძნობოდა ახალციხეში.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრას საქართველოში რაიმე დაზიანება არ მოყოლია.
შესაბამისად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არც გამოძახება დაფიქსირებულა.