ახალციხეში, ადიგენსა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 აგვისტოს
12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1971 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყრუთი, სვირი, ტატანისი, ყარათუბანი და მიმდებარე სოფლებში,
აგრეთვე ადიგენში ჭავჭავაძის, ჩადუნელის, გოგებაშვილის, თამარ მეფის და მიმდებარე სოფლებში,
17:30-დან 19:00 საათამდე 1357 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში ხანდო, აზავრეთი, ვარგავი, თოკი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.