ახალციხეში, ბაკურიანსა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აგვისტოს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 157 აბონენტს ბაკურიანში აღმაშენებლის, წაქაძის, თავისუფლების და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 18:00 საათამდე 341 აბონენტს ახალციხეში ფარნავაზ მეფის, სულხან-საბას, ზარზმელის და მიმდებარე ქუჩებზე,
14:00-დან 16:00 საათამდე 1467 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფელბში არაგვა, გომანი, კითელია, ბუღაშენი, ზაკვი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.