ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ნინოწმინდის მოსახლეობა დააზარალა. წყალმა ქუჩებში მოძრაობა შეაფერხა და რამდენიმე მაცხოვრებლის პირველი სართული დატბორა.
რადიო ნორის ინფორმაციით, სტიქია იყო სათხასა და ხანჩალშიც, სადაც სეტყვამ ნინოწმინდის სოფლებში ნათესები დააზიანა.
ძლიერი სეტყვა ნინოწმინდაში, 31 აგვისტოს, დაახლოებით 17 საათისთვის მოვიდა და დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა.
სეტყვამ ახალქალაქიც დააზიანა. სოფელ ხოსპიოში შიშობენ, რომ გაწეულ ხარჯს, სტიქიისგან მიყენებული ზარალის გამო ვერ აინაზღაურებენ.