ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში დენი გაითიშება (R)
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 1669 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში უდე, არალი, წარბასთუმანი, ზაზალო, ბოლაჯური.
12:00-დან 14:00 საათამდე - 751 აბონენტს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი და მიმდებარე სოფლებში.
11:00-დან 19:00 საათამდე - 103 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვლადიმიროვკა, ხულგუმო, ტამბოვკა, ფოკა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.