სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება
11:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 981 აბონენტს ახალციხეში რუსთაველის და 9 აპრილის ქუჩებზე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში ურაველი, ამუსხი, ჭაჭარაქი, მინაძე და მიმდებარე სოფლებში.
10:30-დან 18:00 საათამდე - 466 აბონენტს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბოლაჯური, ქვემო ენთელი, ფხერო, შოყა და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 16:00 საათამდე - 305 აბონენტს აბასთუმანში.
11:30-დან 17:30 საათამდე - 773 აბონენტს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში სათხა, დიდი არაქალი, პატარა არაქალი, სათხა. 16:30-დან 17:30 საათამდე - 536 აბონენტს სოფლებში ფოკა, როდიონოვკა, ვლადიმიროვკა, ხულგუმო და მიმდებარე სოფლებში.
12:00-დან 17:30 საათამდე - 714 აბონენტს ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხიზაბავრა, აწყვიტა, ნიჯგორი, ტოლოში, სარო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.