მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 15 სექტემბრიდან 18 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,
ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც შეეხება ახალციხეს, ტემპერატურა 21-23 გრადუსის ფარგლებში იქნება. აქაც წვიმიანი ამინდებია მოსალოდნელი.