დღეს, 3 ოქტომბერს, ასპინძის მუნიციპალიტეტის ხიზაბავრის ,,მესხურ ტერასებზე'' 400 წლის შემდეგ პირველი რთველი დაიწყო.
ხიზაბავრის ტერასებზე, 27 უძველესი მესხური ჯიშის ყურძნის პირველ მოსავალს კრეფენ. რთველში მონაწილეობენ უცხოელი სტუმრები აშშ-დან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან და ასევე, ევროპის სხვა ქვეყნებიდან.
„ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძემ მონაწილეებს რთველის მნიშვნელობა გააცნეს.