საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ყოფილი დირექტორი კუმურდოს ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებს ეხმიანება
და
სოციალურ ქსელში წერს:
,, არ შეიძლება ახალი ჩუქურთმების, რელიეფების და შეუფერებელი ქვების დამატება გენიალურ ქართულ ტაძარზე. ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა". ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ფოტოებსაც აქვეყნებს და მიმდინარე პროექტს ,,ცუდს" უწოდებს.
X საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართული საკათედრო ტაძარი, რომლის ნანგრევები შემორჩენილია სოფელ კუმურდოში. ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.
კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.
კუმურდოს ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე.სარეაბილიტაციო სამუშაოები მეორე წელია მიმდინარეობს.
www.tv9news.ge მოგაწვდით მასალას კუმურდოში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.
Įtempiamos lubos Visoje Lietuvoje Gera kaina Vilnius Jonava Montavimas